ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები ატომურ ელექტროსადგურებზე ავარიების რისკს ზრდის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის რაფაელ გროსის განცხადებით, უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები ატომურ ელექტროსადგურებზე ავარიების რისკს ზრდის. რაფაელ გროსის თქმით, მოუწოდებს მხარეებს, ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტონ.

„ერთ ადგილზე როცა არის ბევრი ბირთვული მასალა და ხორციელდება დარტყმა, მაგალითად, პირდაპირი დარტყმა ქარხნისთვის საწვავის საცავზე, ან გახარჯულ საწვავზე, რეაქტორზე ან თუ ატომურ ელექტროსადგურზე წყდება გასაგრილებლად საჭირო ელექტროენერგიის მიღება, მაშინ შეიძლება, მოხდეს უბედური შემთხვევა. შეიძლება, ატმოსფეროში გამონაბოლქვი გამოიფრქვეს, შესაბამისად, სავსებით ნათელია, რომ შედეგები იქნება საზღვრების ორივე მხარეს, ზაპოროჟიეს რეგიონის მიღმა. ნებისმიერ ფასად, ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – განახაცდა გროსიმ.

ამასთან, რაფაელ გროსის განმარტებით, გუშინ, ისტორიაში პირველად, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ ოთხივე ატომურ ელექტროსადგურს – ზაპოროჟიეს, რივნეს, ხმელნიცკსა და სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და ქსელიდან გაითიშა. „მათი უსაფრთხოდ მუშაობისთვის დამოკიდებული იყვნენ ელექტროგენერატორებზე“, – განაცხადა გროსიმ.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები და ბირთვული ელექტროსადგურები უკრაინის საჭიროების დაახლოებით 50 პროცენტს უზრუნველყოფს.

Leave a Reply

Menu Title