რუსეთიდან საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა

იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი თითქმის ორჯერ გაიზარდა.

კერძოდ, თუ 2022 წლის 1-ელ ათ თვეში საქართველოში 1 135 985 000 აშშ დოლარის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 652 232 400 აშშ დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტის 43.6%-ი რუსეთიდან განხორციელდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან 495 496 970 აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 104 924 950 აშშ დოლარი იყო.

შესაბამისად, წლიურად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი რუსეთიდან 4-ჯერ ანუ 372%-ით არის გაზრდილი.

წყარო: Bpn.ge

Leave a Reply

Menu Title