USAID-მა უკრაინელებს 80 გენერატორი და 22 500 საბანი გადასცა.
ამის შესახებ კიევში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა.
„იმ დროს, როდესაც რუსეთი შუქის ჩაქრობას ცდილობს, USAID-ი უკრაინას 80 გენერატორს აწვდის“, – დაწერა ელჩმა “ტვიტერზე”.
მისი თქმით, საბნებს გათბობის პუნქტებს გადასცემენ.
ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთავრობამ ამ მიზნით 55 მილიონი დოლარი გამოყო და უკრაინისთვის 1600 გენერატორის მიწოდება იგეგმება.
წყარო: kvira.ge