თურქეთი შავი ზღვის ფსკერზე გაზის მოპოვების დაწყების შემდეგ, იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას აპირებს

თურქეთის განზრახვამ, შავი ზღვის ფსკერზე ახალი საბადოები განავითაროს, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების 30%-ით შემცირება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა გააკეთა.

მისივე თქმით, შავი ზღვის ფსკერზე გაზის მოპოვების დაწყების შემდეგ, ის მთლიანი მოხმარების 25-30%-ს უზრუნველყოფს.

„ჩვენი საგარეო დამოკიდებულება ბუნებრივ აირზე 70%-მდე შემცირდება“, – განაცხადა დონმეზმა.

იმავდროულად, შავი ზღვის ფსკერზე ახალი საბადოების აღმოჩენის შემთხვევაში, თურქეთის საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების დონე შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს. თუმცა, ამჟამად ქვეყანა 99 პროცენტით არის დამოკიდებული უცხოური გაზის იმპორტზე, აღნიშნა მინისტრმა.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title