პესკოვი: რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად არ ემზადებიან

კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად არ ემზადებიან. არ არის საჭირო რაიმე ნიშნების ძებნა იქ, სადაც არ არის და არ შეიძლება იყოს“, – აცხადებს პესკოვი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან გასვლისთვის ემზადებიან.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ დამპყრობლები ვერ შეძლებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვას.

Leave a Reply

Menu Title