ენერგოომბუდსმენი მრჩეველთა საკონსულტაციო ჯგუფს შექმნის

ღიად დარჩენილი გაზის ონკანები და დახურული სივრცისთვის შეუსაბამო გამათბობლები – ენერგო ომბუდსმენი გაზის მოხმარების წესების დარღვევებზე საუბრობს

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, კვლავ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს გაზის ონკანი ღია რჩება, ამასთან, განთავსებულია ისეთი გამათბობლები, რომლებსაც არ აქვთ ნამწვის გარეთ გამავლობის მილი.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გაზის მოხმარების წესების კუთხით რეგიონებში გააქტიურება მნიშვნელოვანია, რადგან დედაქალაქთან შედარებით, მოსახლეობის ინფორმირებულობა ნაკლებია.

„ძირითად პრობლემად რჩება, მოსახლეობის უყურადღებობა. მრავალმა ფაქტმა დაგვანახა, რომ მომხმარებელს გაზის ონკანი ღია რჩება, რაც ერთ-ერთი საფრთხეა, რომ გაზი დაგროვდება და მიაღწევს იმ შემადგენლობას, რომ მარტივად აფეთქდეს. ასევე, ძალიან გააქტიურდა მონიტორინგი სახლებში ისეთი ტიპის დანადგარებზე, რომლებიც არ უნდა იყოს დახურულ სივრცეში, ან არ უნდა იყოს იქ, სადაც უკვე დგას. მაგალითად, ვნახეთ ძალიან პატარა სივრცეები, ორი კვადრატის ზომის აბაზანა, სადაც იდგა გამათბობელი, რომელიც, მართალია იყო დახურული სივრცისთვის, მაგრამ მას იმდენად პატარა ადგილი ჰქონდა გამოყოფილი, რომ იქ უსაფრთხოების ნორმების დაცვა შეუძლებელი გახლდათ. ეს ძალიან საშიშია. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს ეძლევა რეკომენდაცია, რომ გამათბობელს ადგილსამყოფელი შეუცვალოს და აუცილებელია ამის გათვალისწინება. ასევე, გვქონა შემთხვევები, როდესაც სახლში ეყენათ გამათბობლები, რომლებსაც არ ჰქონდათ ნამწვის გარეთ გამავლობის მილი. ამ სეზონზე ჩვენ დაგვრჩა ამ სახის პრობლემები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას. ამ კუთხით, დედაქალაქის მასშტაბით, მუშაობა ძალიან გააქტიურებულია. ახლა რეგიონებში ვმუშაობთ იმისთვის, რომ როგორც ჩვენ გავაქტიურდებით, ასევე უნდა გააქტიურდეს იქ კომპანიებიც. რეგიონებში თვითონ შიდა ქსელის მოწყობის პრობლემატიკაც არის. დედაქალაქთან შედარებით, ინფორმირებულობაც ნაკლებია.

ამასთან, რეციდივის შემთხვევები შემცირდა. საგანმანათლებლო აქტივობებმა და ცნობიერების ამაღლებამ იმუშავა, მაგრამ რეციდივის შემთხვევები კიდევ გვაქვს. ეს იმის ბრალია, რომ მომხმარებელი თვითნებურად დგამს მოწყობილობას შეუსაბამო ადგილას“,- განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

მისივე თქმით, უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ერთ-ერთი რჩევაა, რომ ეჭვის შემთხვევაში, შესაბამის სამსახურს (დედაქალაქის მასშტაბით 114) მივმართოთ.

„მთავარი რჩევები, იმისთვის, რომ უბედური შემთხვევები თავიდან ავირიდოთ, რამდენიმეა. პირველ რიგში, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში ვანიავებთ ფართს და ვტოვებთ მას. ასევე, ვრეკავთ შესაბამის სამსახურში, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით არის ნომერი 114. ვრეკავთ ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც ჩვენს ფართს არ ეხება, მაგრამ სადარბაზოში ვგრძნობთ სუნს. მეზობლების და გარშემომყოფების გაფრთხილება ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.

წყარო: ipn.ge

Leave a Reply

Menu Title