რუსეთი აკრძალავს ნავთობის მიყიდვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ფასის ზედა ზღვარს

რუსეთი აკრძალავს ნავთობის მიყიდვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ფასის ზედა ზღვარს.
Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი უკვე ამზადებს პრეზიდენტის ბრძანებას.

დადგენილება აკრძალავს ბიზნესის კეთებას როგორც კომპანიებთან, ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც შეუერთდებიან ფასების შეზღუდვის მექანიზმს.

„გაურკვეველია, რა გავლენას მოახდენს ფასების ლიმიტი ან კრემლის საპასუხო განკარგულება ვაჭრობაზე“, – წერს გამოცემა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბუნებრივ აირს არ მიაწვდის მათ, ვინც ფასების ცვლილების პოლიტიკას შეუერთდება.

Leave a Reply

Menu Title