გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 56 მილიონი ევრო გამოუყო

გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 56 მილიონი ევრო გამოუყო.

Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„კანცლერმა შოლცმა პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ ვითარებაზე მოსაზრებების გაცვლის მიზნით დაურეკა“, – განაცხადა მთავრობის სპიკერმა.

კანცლერმა უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მჭიდრო კონტაქტს გააგრძელებენ.

Leave a Reply

Menu Title