აშშ უკრაინას ელექტროსისტემის მხარდასაჭერად $53 მილიონს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ელექტროსისტემის მხარდასაჭერად 53 მილიონ დოლარს გამოყოფს, რადგან ის რუსეთის მხრიდან თავდასხმების ქვეშაა. მოსალოდნელი დაფინანსების შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბუქარესტში „დიდი შვიდეულის“ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.

დაფინანსება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროგადამცემი აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება, რომელიც სასწრაფოდ უნდა მიაწოდონ უკრაინას.

ეს მიწოდების პაკეტი მოიცავს გამანაწილებელ ტრანსფორმერებს, ავტომატურ ამომრთველებს, დენის გამტარებსა და სხვა აღჭურვილობას“, – წერიათავის მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

Leave a Reply

Menu Title