ნავთობის ფასი OPEC+-ის გადაწყვეტილებას ელოდება

მიმდინარე წლის 4 დეკემბერს OPEC+-ის წევრი ქვეყნების მინისტრების მორიგი შეხვედრა გაიმართება. ბაზარი ელოდება ალიანსს, რომ გადაწყვეტს ნავთობის მოპოვების კიდევ უფრო შემცირებას. აღნიშნულის თაობაზე “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”.

ბაზარი ელოდება OPEC+-ის გადაწყვეტილებას. შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების მინისტრების ვირტუალური შეხვედრა 4 დეკემბერს გაიმართება. მოსალოდნელია, რომ OPEC + – მა შეიძლება გააგრძელოს ნავთობის მოპოვების შემცირება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება დავინახოთ პოზიტიური რეაქცია ალიანსის შემდგომი მიწოდების შეზღუდვის ნებისმიერ ნიშანზე, შეიძლება ბევრად მეტი დასჭირდეს ბაზრების დარწმუნებას მდგრადი უკუსვლის შესახებ“, განუცხადა ანალიტიკოსმა იპ ჯუნ რონგმა

მანამდე, გარიგების მონაწილე ქვეყნებმა გადაწყვიტეს ნოემბრიდან მოპოვება დღეში 2 მილიონი ბარელით შეემცირებინათ.

ერთის მხრივ, OPEC+- მა შესაძლოა გააგრძელოს ნავთობის მოპოვების შემცირება და მიწოდების გაურკვევლობა ბაზარზე მას შემდეგ დგას, რაც ევროკავშირი შეწყვეტს ნედლეულის იმპორტს რუსეთიდან და დააწესებს ფასის ზღვარს რუსულ ნავთობზე. თავის მხრივ, ბაზარი გლობალურ რეცესიას ელის, ჩინეთს კი ახალი საკარანტინო შეზღუდვები შემოაქვს.

Leave a Reply

Menu Title