ჩეხეთში, რუსეთის საელჩოსთვის ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გამორთვა სურთ

ჩეხეთში, რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

პეტიცია petice.com-ზე გამოქვეყნდა.

პროექტმა Dárek pro Putina Twitter-ზე რუსეთის საელჩოს პრაღაში „საკუთარი სუპის დაგემოვნება“ შესთავაზა.

„ჩვენ გვინდა, რომ ელექტროენერგია და წყალი მომწოდებლებმა პრაღაში ყველა შენობას გაუთიშონ, რომელიც ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას. დაე, ისინიც გაიყინონ ისე, როგორც მაგალითად კიევის მოსახლეობა იყინება”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

Leave a Reply

Menu Title