ნიდერლანდებში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ელექტრო მანქანა შექმნეს

ნიდერლანდების სტარტაპმა Lightyear-მა მსოფლიოში პირველი ელექტრო მანქანა გამოუშვა, რომელიც ენერგიას პირდაპირ მზისგან გამოიმუშავებს. ამის შესახებ  Autonews Europeიტყობინება.

სტარტაპის ხელმძღვანელის ლაქს ჰუფსლოფის თქმით, მანქანას მზის პანელები აქვს, რომლებიც მის სახურავზეა დამონტაჟებული. ამსტერდამში, ავტომობილს დატენის გარეშე 2 თვე შეუძლია გადაადგილება, ხოლო პორტუგალიაში 7 თვე.

მზის ენერგიის შედეგად, ავტომობილს დღეში 70 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. მისი ღირებულება $259 ათასია. ამ მოდელზე სტარტაფმა უკვე 150 შეკვეთა მიიღო.

Leave a Reply

Menu Title