რუსეთის საელჩო აშშ-ში: რუსული ნავთობის ფასის ლიმიტი თავისუფალი ბაზრის ძირითად პრინციპებს ცვლის

რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი, რომელიც აშშ-მ და მისმა პარტნიორებმა დააწესეს, პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ხდება თავისუფალი ბაზრის ძირითადი პრინციპების შეცვლა. ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული დისბალანსი გამოწვეულია მათი გაუთვლელი ქმედებებით. პირველ რიგში – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება და ჩვენი ქვეყნიდან ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვა. კოლექტიური დასავლეთი ცდილობს გადაჭრას ის საკითხები, რომლებიც თავად შექმნა იმპულსურად. ფაქტობრივად, ჩვენ მოწმე ვართ თავისუფალი ბაზრების ძირითადი პრინციპების გარდაქმნის“,- აცხადებენ საელჩოში.

შეგახსენებთ, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა და ავსტრალიამ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, ერთი ბარელის ფასის ზედა ზღვარი 60 აშშ დოლარს შეადგენს.

Leave a Reply

Menu Title