თურქეთის სრუტეების გავლით ნედლი ნავთობის გადამზიდავ ტანკერებზე დამატებითი სადაზღვევო მოთხოვნა ამოქმედდა

ნედლი ნავთობის გადამზიდავ ტანკერებზე თურქეთის სრუტეების გავლით მთავრობამ დამატებითი მოთხოვნა ამოქმედდა.

როგორც თურქული მედია წერს, 1 დეკემბრიდან ანკარამ დაიწყო სადაზღვევო კომპანიებისგან  წერილის მოთხოვნა, რომელიც ადასტურებს გემის P&I დაზღვევის უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია მისი პასუხისმგებლობის დასაფარად ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა მესამე მხარისთვის, გარემოსთვის ან ტვირთისთვის ზიანის მიყენება; ასევე ჯარიმების გადასახდელად გემების ექსპლუატაციის დროს.

შედეგად, თურქეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ სადაზღვევო კომპანიის წერილი დაერთოს ნავიგაციის გეგმის ანგარიშს, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი გემის, ტვირთის და ვოიაჟის შესახებ.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title