ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვაზე შეთანხმება შედგება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე რუსეთთან და უკრაინასთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება.

„ჩემი ვალდებულებაა მივაღწიო გამოსავალს რაც შეიძლება მალე. იმედი მაქვს წლის ბოლომდე მოხდება ეს. ვიცი, რომ პუტინი პროცესს თვალს ადევნებს და არ გამოვრიცხავ, რომ მალე შევხვდები მას, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის“, – აღნიშნა რაფაელ გროსიმ.

„არსებობს კონკრეტული წინადადება ზაპოროჟიეს უსაფრთხოების შესახებ და მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. ახლა ორივე მხარე თანხმდება რამდენიმე ძირითად პრინციპზე. პირველი არის დაცვა. მეორე არის იმის აღიარება, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ერთადერთი შესაძლო გზაა. რუსეთი არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას და სადგურის დაცვის პრინციპს“, – აღნიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.

Leave a Reply

Menu Title