კურსკის აეროდრომის დაბომბვის შედეგად, ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა

უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის აეროდრომზე გამთენიისას აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა.

კურსკის რეგიონის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის თქმით, იერიში დრონებით მოხდა. მისი თქმით, დაშავებულები არ არიან, “ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. ადგილზე ყველა სპეციალური სამსახური მუშაობს”.

5 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ორი სამხედრო აეროდრომი დაბომბეს.

კერძოდ, რიაზანის მახლობლად დიაგილევოს აეროდრომზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი ჯარისკაცი და დაიჭრა ოთხი, ხოლო ენგელსის აეროდრომზე აფეთქებამ დააზიანა ორი თვითმფრინავის კორპუსი.

Leave a Reply

Menu Title