პაკისტანი რუსულ ნავთობს ფასდაკლებით შეიძენს

რუსეთი ნედლ ნავთობს პაკისტანს შეღავათიან ფასად მიჰყიდის.

ამის შესახებ პაკისტანის ნავთობის მინისტრმა მუსადიკ მალიკმა ისლამაბადში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გარდა ამისა, რუსეთი პაკისტანს ბენზინსა და დიზელის საწვავს ფასდაკლებით მიაწვდის.

ამავდროულად, მინისტრმა არ დააკონკრეტა რუსული ნავთობის ფასდაკლებული ფასი და არც უთქვამს, დააკმაყოფილებს თუ არა იმპორტი ბარელზე $60 დოლარს, რომელიც G7-მა და ევროკავშირმა, რუსეთის ოფშორულ ნავთობზე ამ კვირაში დააწესეს.

მოსკოვმა განაცხადა, რომ არ მიჰყიდის გაზს იმ ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვებს იცავენ.

Leave a Reply

Menu Title