ბაქო ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე პოზიციებს იმყარებს – აზერბაიჯანი შესაძლოა, Latvias gaze-ის აქციონერი გახდეს

აზერბაიჯანი შესაძლოა მალე გახდეს ლატვიური გაზის კომპანიის Latvijas gaze-ის ერთ-ერთი აქციონერი, განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრის ამერიკსმა (დემოკრატებისა და სოციალისტების პროგრესული ალიანსი).

„შესაძლებელია, აზერბაიჯანი მალე გახდეს Latvias gaze-ის ერთ-ერთი აქციონერი. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში შეიძლება იყოს საინტერესო სიახლეები“, – ციტირებს მის სიტყვებს Baltijas Balss.

ევროპარლამენტის წევრის თქმით, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აზერბაიჯანი შეიძლება გახდეს ევროკავშირის სერიოზული პარტნიორი, რომელიც „დაგვეხმარება ენერგეტიკული პრობლემების მოგვარებაში“.

„აზერბაიჯანი უკვე აწვდის ბუნებრივ გაზს ევროპის ქვეყნებს, როგორიცაა ბულგარეთი და საბერძნეთი, იტალიის მოთხოვნილების 60 პროცენტი აზერბაიჯანული გაზით არის დაკმაყოფილებული და ეს შორს არის ზღვრისგან“, – აღნიშნავს ანდრის ამერიკსი.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply

Menu Title