ტარიფის კორექტირების მოთხოვნის დაყენება კომპანიების მხრიდან ლეგიტიმური იყო

ტარიფის კორექტირების მოთხოვნის დაყენება კომპანიების მხრიდან ლეგიტიმური იყო

ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტის, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას შეფასებით, კომპანიების მოთხოვნა ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია.

მირცხულავა აცხადებს, რომ შეუძლებელია ლარის დევალვაციას ელექტროენერგიის ღირებულებაზე ზეგავლენა არ მოეხდინა. ”სემეკის გადაწყვეტილება უნდა იყოს ისეთი, რომელიც წაადგება და გონივრული იქნება ქართული ენერგეტიკისთვის. დაველოდოთ დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებს. დღეს ხდება უკვე ახალი ტარიფის განხილვა, თუმცა შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ლარის დევალვაციას არ შეიძლებოდა გავლენა არ მოეხდინა და არ ყოფილიყო მოთხოვნა ტარიფების კორექტირებაზე თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ ოდენობის მოცულობის ბუნებრივი აირის შესყიდვას, რომელიც შარშან შეიძინა საქართველომ, დღეს გაცილებით მეტი ლარი სჭირდება. აქედან გამომდინარე, ტარიფის კორექტირების მოთხოვნის დაყენება კომპანიების მხრიდან ლეგიტიმური იყო”, – განაცხადა დავით მირცხულავამ.

ამასთან, მირცხულავა დარწმუნებულია, რომ მარეგულირებელი კომისია მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

Leave a Reply

Menu Title