სემეკი ხელოვნური ინტელექტის დანერგვას იწყებს - რა სარგებელს მივიღებთ მომსახურების ხარისხზე?

“ლეხურა-სვენეთის” ახალაშენებული გაზსადენის მონაკვეთი წლის მეორე ნახევარში გაიხსნება

შავი ზღვის კაბელის პროექტი ENTSO-E-მ 2024-2034 წლების ქსელის განვითარების გეგმის შედეგებში გაითვალისწინა

რა სიკეთეს მოუტანს საქართველოს ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება

რა სარგებელს მიიღებს მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმის მასპინძლობით საქართველო

ელექტროენერგია
იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა 15.5 თეთრი შეადგინა, დერეგულირებული ელექტროსადგურების ფასმა კი - 18.5

2024 წლის იანვარში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 396 344 163.3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 30.3% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 61 522 478.4 ლარი შეადგინა.აქედან, პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია 70%-ია, 30% კი საბალანსო ელექტროენერგია.იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.5224888 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 18.581 თეთრი.აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 29% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 1%, თბოელექტროსადგურის - 66%, ხოლო იმპორტის წილი - 4%.საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველების წილი ასე გამოიყურება: 66% თბოელექტროსადგური, 29% ჰიდროელექტროსადგური, 4% იმპორტი, 1% ქარის ელექტროსადგური,2024 წლის იანვარში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 1.4% შეადგინა. აგრეთვე, იანვრის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 5.1% შეადგინა.იანვარში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 15 933 892.00 ლარი.

ᲡᲔᲛᲔᲙᲡᲐ ᲓᲐ ᲐᲖᲔᲠᲑᲐᲘᲯᲐᲜᲘᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲛᲐᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲔᲚ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲔᲛᲝᲠᲐᲜᲓᲣᲛᲘ ᲒᲐᲤᲝᲠᲛᲓᲐ

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲬᲧᲐᲚᲛᲝᲛᲐᲠᲐᲒᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲔᲚ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲙᲝᲛᲘᲡᲘᲐᲡᲐ (ᲡᲔᲛᲔᲙ) ᲓᲐ ᲐᲖᲔᲠᲑᲐᲘᲯᲐᲜᲘᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲛᲐᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲔᲚ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲔᲛᲝᲠᲐᲜᲓᲣᲛᲘ ᲒᲐᲤᲝᲠᲛᲓᲐ. ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐᲡ ᲮᲔᲚᲘ ᲛᲝᲐᲬᲔᲠᲔᲡ ᲡᲔᲛᲔᲙᲘᲡ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔᲛ, ᲓᲐᲕᲘᲗ ᲜᲐᲠᲛᲐᲜᲘᲐᲛ ᲓᲐ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝᲡ ᲡᲐᲑᲭᲝᲡ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔᲛ, ᲡᲐᲛᲘᲠ ᲐᲮᲣᲜᲓᲝᲕᲛᲐ.​ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲔᲚᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲐᲓᲒᲔᲜᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲘᲡ ᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲬᲧᲝᲑᲐ.ᲛᲔᲛᲝᲠᲐᲜᲓᲣᲛᲘᲡ ᲛᲘᲖᲐᲜᲘᲐ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲤᲔᲠᲝᲨᲘ ᲛᲮᲐᲠᲔᲗᲐ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲪᲕᲚᲐ ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲡᲐᲙᲐᲜᲝᲜᲛᲓᲔᲑᲚᲝ, ᲐᲡᲔᲕᲔ ᲛᲐᲗ ᲙᲝᲛᲞᲔᲢᲔᲜᲪᲘᲔᲑᲨᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲖᲔ, ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲐᲓᲘ ᲔᲜᲔᲠᲒᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲜᲔᲠᲒᲝᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲝᲑᲘᲡ ᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲔᲠᲗᲝᲑᲚᲘᲕᲘ ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲘᲡ, ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲕᲘᲖᲘᲢᲔᲑᲘᲡ, ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲗᲐ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲔᲑᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲐ.

მეორე სიმძლავრის აუქციონში 146 განაცხადი შევიდა, რაც პირველ აუქციონთან შედარებით ორჯერ მეტია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2023 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებულ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონში 146 განაცხადი შევიდა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია პირველ აუქციონთან შედარებით.ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აუქციონის კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება, გაეცნობა წარმოდგენილ განაცხადებს, პირველ რიგში, დაადგენს მედიანურ ტარიფს, რის შემდგომაც გამარჯვებული წინადადებები გამოვლინდება.სიმძლავრის მეორე აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ. - ს შეადგენს. აუქციონის სიმძლავრე გადანაწილდა შემდგომ კატეგორიებში: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ.; ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) -100 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ.;  მზის ელექტროსადგურები -125 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

AYPEG-ის წარმომადგენლებმა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების გასაუმჯობესებლად გამართულ ინვესტორთა ბრიფინგში მიიღეს მონაწილეობა

2024 წლის 2 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს განახლებადი ენერგიის ინვესტიციების გასაუმჯობესებლად გამართულ ინვესტორთა ბრიფინგში. შეხვედრის მიზანს განახლებადი ენერგიის სიმძლავრის მეორე აუქციონის ტექნიკურ საკითხებზე დიალოგის ხელშეწყობა წარმოადგენდა. ღონისძიების ჩატარდა USAID-ის „საქართველოს ენერგეტიკის მომავლის“ პროგრამის მხარდაჭერით. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დარგის ექსპერტები და პოტენციური ინვესტორები, ასევე საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრით დაინტერესებული მხარეები. ბრიფინგზე გარდა განახლებადი ენერგიის მეორე აუქციონისა, ასევე განიხილეს ენერგეტიკული საზოგადოების საპილოტე პროექტების განვითარების შესაძლებლობები საქართველოში.აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის წარმომადგენელმა დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია #SHAREs-ის მიზნებსა და ამოცანებზე საქართველოში. გარდა ამისა, ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა "ენერგეტიკული თემების ჩამოყალიბების გამოცდილება და გამოწვევები საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში".ამასთან, პროექტის #SHAREs-ის წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა საქართველოში  ენერგეტიკული თემებისთვის არსებული საინფორმაციო ცენტრი. საინფორმაციო ცენტრი მოიცავს ტექნიკურ, სამართლებრივ, ფინანსურ და მარეგულირებელ ინფორმაციას, ასევე სახელმძღვანელოებსა და დამხმარე მასალებს, რომლებიც დაეხმარება ყველა დაინტერესებულ მხარეს ენერგეტიკული თემების ჩამოყალიბების პროცესში.აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი #SHAREs არის Horizon2020-ის დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკული თემების და კოლექტიური მოქმედებების მხარდაჭერას საქართველოში განახლებადი ენერგიების წახალისება/განვითარებისთვის.

სხვა სიახლეები