2022 წლის სექტემბერი რიგით მეხუთე ყველაზე თბილი სექტემბერი იყო დედამიწის ისტორიაში

დედამიწის დათბობის ტენდენცია გასულ თვეშიც გაგრძელდა, 2022 წლის სექტემბრის საშუალო ტემპერატურა გაუტოლდა 2021 წლის სექტემბრის საშუალო ტემპერატურას და 143 წლის განმავლობაში მეხუთე ყველაზე თბილი სექტემბერი იყო.

„NOAA-ის“ გარემოსდაცვითი ინფორმაციის ეროვნული ცენტრის (NCEI) მეცნიერების თქმით, მაღალი სიცხე იგრძნობოდა ტროპიკულ ზონებშიც, სადაც საშუალოზე დიდი რაოდენობის ტროპიკული ციკლონები წარმოიქმნა.

კლიმატი, გამოსახული რიცხვებით

2022 წლის სექტემბერი

2022 წლის სექტემბრის საშუალო გლობალური ტემპერატურა 0,880C-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე მე-20 საუკუნის საშუალო მაჩვენებელი, 150C. 2021 წლის სექტემბრის ტოლი მაჩვენებლით, 2022 წლის სექტემბერი მეხუთე ყველაზე თბილი იყო 1880-იანი წლების შემდეგ.

რეგიონების მიხედვით ჩრდილოეთ ამერიკას რეკორდულად თბილი სექტემბერი ჰქონდა – წლევანდელი ტემპერატურა 0,300C-ით აჭარბებს 2019 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებლს. აზიასა და აფრიკას ჰქონდათ მეხუთე და მეექვსე ყველაზე თბილი სექტემბერი. ამავდროულად, მიუხედავად საშუალოზე მაღალი ტემპერატურისა, სამხრეთ ამერიკასა და ევროპას 2013 წლის შემდეგ ყველაზე გრილი სექტემბერი ჰქონდათ.

2022 წლის სექტემბერი მოინიშნა ზედიზედ 46-ე სექტემბრად და ზედიზედ 453-ე თვედ მე-20 საუკუნის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი ტემპერატურის ქონით.

მიმდინარე წელი (2022 წლის იანვარი-სექტემბერი)

მიმდინარე წლის საშუალო გლობალური ტემპერატურა მეექვსე ყველაზე მაღალი იყო – მე-20 საუკუნის საშუალო მაჩვენებლზე 0.860C-ით უფრო მაღალი.

„NCEI-ის“ გლობალური წლიური ტემპერატურის პროგნოზის მიხედვით, 2022 წლის ყველაზე თბილ წლებს შორის მოხვედრის შანსი 99%-ზე მეტია, მაგრამ ხუთეულში ყოფნის  – 5%-ზე ნაკლები.

სხვა მნიშვნელოვანი კლიმატური მოვლენები

2022 წლის სექტემბერში ზღვის ყინულის ფართობის მერვე ყველაზე დაბალი მონაცემი დაფიქსირდა.

არქტიკის ოკეანის ყინულის ფართობი გასულ თვეში დაახლოებით 4,869,177.6 კვადრატული კილომეტრი იყო – 1981-2010 წლების საშუალო მაჩვენებელზე 1,541,042.9 კვადრატული კილომეტრით ნაკლები.

მსოფლიო მასშტაბით ტროპიკული ციკლონების აქტივობა საშუალოზე მაღალი იყო სექტემბერში, სულ 20 აღრიცხული ქარიშხალით. ამ შტორმებიდან თორმეტმა მიაღწია ტროპიკული ციკლონის სიმძლავრეს. აგვისტოს ქარიშხლებისა და ტროპიკული ქარიშხლების შემდეგ, ატლანტის ოკეანის აუზს სექტემბერში ექვსი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელთაგან ოთხი ქარიშხალი, მათ შორის ორი დიდი ქარიშხალი, ფიონა და იანი, შტორმებად იქცა.

აღმოსავლეთ წყნარი ოკეანისა და დასავლეთ წყნარი ოკეანის აუზებში თვის განმავლობაში  ტროპიკული ციკლონის საშუალოზე მაღალი აქტივობა შეინიშნა. დასავლეთ წყნარ ოკეანეში შვიდი შტორმი დაფიქსირდა, რომელთაგან ყველამ მიაღწია ტაიფუნის სიმძლავრეს, შედეგად ეს მაჩვენებელი, 1956 და 1996 წლების ტოლი მაჩვენებლით, 1981 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი წლიური მონაცემია. ერთ-ერთი ქარიშხალი, სუპერ ტაიფუნი ნორუ, სწრაფად გაძლიერდა მე-5 კატეგორიის ტროპიკულ ციკლონად 2022 წელს, სანამ ჩრდილოეთ ფილიპინებს მე-4 კატეგორიის ქარიშხლად დაატყდებოდა თავს.

წყარო: greenpole.org

Leave a Reply

Menu Title