კლიმატის ცვლილების კონფერენციის პრეზიდენტად ნავთობკომპანიის დირექტორი დაინიშნა

COP28-ს პრეზიდენტად უდიდესი ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ალ ჯაბერი დაინიშნა. რა შეიძლება იყოს ამაზე აბსურდული?

მსოფლიოს მე-12 უდიდესი ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ალ ჯაბერი კლიმატის ცვლილების შემდეგი კონფერენციის პრეზიდენტად დაინიშნა.

გრეტა ტუნბერგმა მსოფლიო ლიდერების ცარიელი დაპირებები მსოფლიო კლიმატზე ზრუნვასთან დაკავშირებით ერთხელ შეაჯამა, როგორც ბლა ბლა ბლა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების სულთან ალ ჯაბერის COP28-ის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ, აქტივისტის ეს შეფასება კვლავ რელევანტურია, წერს Bloomberg-ის ავტორი ლარა უილიამსი.

ახლო აღმოსავლეთის დამოკიდებულება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საუკეთესოდ აისახა ალ ჯაბერის მსოფლმხედველობაში იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ნავთობის ამოტუმბვა და, ამასთან ერთად, გამონაბოლქვის შემცირება და კლიმატზე ზრუნვა.

წელს გაეროს კლიმატის სამიტის მასპინძელი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებია. ქვეყანამ COP28-ის პრეზიდენტად სულთან ალ ჯაბერი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრი დაასახელა. ალ ჯაბერი Abu Dhabi National Oil Co.-ის (ADNOC) აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც მსოფლიოში მე-12 უდიდესი ნავთობკომპანიაა წარმოებით. ამასთან ერთად, ალ ჯაბერი Masdar-ის თავმჯდომარეცაა. ეს უკანასკნელი არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული განახლებადი ენერგიის კომპანიაა.

ალ ჯაბერის COP28-ის პრეზიდენტად დანიშვნამ კლიმატის დამცველების შეშფოთება გამოიწვია. მათ სჯერათ, რომ ალ ჯაბერის ინტერესთა კონფლიქტი შეაფერხებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც COP28-ს აქვს. ამ ვალდებულებებში შედის გლობალური დათბობის და ნახშირბადის ემისიების შემცირება და განახევრება მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების კლიმატის წარმომადგენლის სპიკერმა თქვა, რომ ალ ჯაბერი ორიენტირებულია თავის ახალ პოზიციაზე და, მიუხედავად მისი ფართო პორტფელისა, გარშემო ჰყავს ხალხი, ვინც ამ პასუხისმგებლობების დაეხმაროს. ის ADNOC-ში თანამდებობის დატოვებას არ განიხილავს.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title