გერმანიაში, ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მიზნით თხევადი გაზის მესამე მცურავი ტერმინალი გაიხსნა

გერმანიაში ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაციის ფარგლებში კიდევ ერთი მცურავი LNG ტერმინალი გაიხსნა, რომელიც ექსპლუატაციაში შევა.

ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

LNG ტერმინალის წლიური რეგაზიფიკაციის სიმძლავრე 7,5 მილიარდი კუბური მეტრია, რომელიც, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლომდე სრულად იქნება გამოყენებული.

ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, პირველი თხევადი გაზით დატვირთული (LNG) ტანკერი (არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან) ბრუნსბიუტელში 2023 წლის იანვრის ბოლოს შემოვა და ტერმინალში ჩაიტვირთება.

Leave a Reply

Menu Title