დღეს, ენერგეტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა მსოფლიო პოლიტიკაში და ასევე ეკონომიკური პლატფორმებზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„დავოსში, ბევრი საინტერესო ენერგეტიკული კომპანია იღებდა მონაწილეობას. ჩვენ გვქონდა ლიდერ კომპანიებთა შეხვედრები. ამ კომპანიების მხრიდან არსებობს დაინტერესება საქართველოს ენერგოპროექტებით.
ბოლო დროს უფრო და უფრო მეტი აქცენტი კეთდება ე.წ. მწვანე წყალბადზე. საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს გარკვეული პროგრესი.
გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წელი იქნება სხვადასხვა პროექტის განხორციელების წელი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც 52 სახელმწიფოს ლიდერი და 600-ზე მეტი საერთაშორისო მასშტაბის კომპანიის მმართველები შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაზე მსჯელობდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც დავოსში გაიმართა.