გია ვოლსკი - დეფიციტი, რომელიც საქართველოს გააჩნია, 2003 წლიდან ყოველთვის, "გაზპრომის" მოწოდებული გაზით ივსებოდა

გიორგი ვოლსკი: ის იდეები, რომლებიც უკავშირდება ენერგორესურსებით, დასავლური ბაზრების უზრუნველყოფას, რეალიზებული იქნება

ის იდეები, რომლებიც უკავშირდება ენერგორესურსებით, დასავლური ბაზრების უზრუნველყოფას, რეალიზებული იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„არ უნდა არსებობდეს საქართველოში ადამიანი, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, რომ არ მიესალმებოდეს იმას, რაც დავოსში ხდებოდა პრემიერ მინისტრის ვიზიტის პერიოდში. საქართველო საინვესტიციო გარემოს კონკრეტულ პროექტებს წარმოადგენს და ის იდეები, რომლებიც უკავშირდება ენერგორესურსებით, დასავლური ბაზრების უზრუნველყოფას, რეალიზებული იქნება და ეს კარგად გვიჩვენა იმ ფორმატმა, სადაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი ალიევი ერთად მონაწილეობდნენ“,- განაცხადა ვოლსკიმ.

დავოსის ეკონომიკური ფორუმი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც 52 სახელმწიფოს ლიდერი და 600-ზე მეტი საერთაშორისო მასშტაბის კომპანიის მმართველები შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაზე მსჯელობდნენ. ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.

Leave a Reply

Menu Title