როდის მოხდება ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების გადახედვა?

ბაზრის გახსნამდე საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება. არ იგეგმება ასევე 5 წლის განმავლობაში გაზის ტარიფის გადახედვას. როგორც ბიზნეს სტანდარტთან სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებამდე არ იგეგმება, თუმცა მისი აზრით არც ბირჟის ამოქმედების შემდეგ მოხდება ტარიფების ზრდა, რაც შეეხება გაზის ტარიფებს, ნარმანიას თქმით არსებული ტარიფები დადგენილია 5 წლის ვადით და არ მოხდება მისი გადახედვა თუ ვალუტის კურსი არ გაუარესდება ან სხვა პარამეტრები არ გაუარესდება.

„მთავარი გამოწვევა როგორც წესი სამომხმარებლო ტარიფებია და ის რომ მუდმივად ცვალებადი გარემოს პირობებში, მით უმეტეს ჩვენს რეგიონში საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე ყველგან ელექტრომატარებლებზე ფასების ზრდის პირობებში შეგვენარჩუნებინა მინიმუმ იგივე ტარიფები იყო ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და გამოწვევა, რომელიც მარეგულირებელ კომისიას ჰქონდა და როგორც ელექტრომომარაგების ასევე გაზმომარაგების კუთხით კომისიამ ეს მოახერხა, სხვადასხვა ფაქტორებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე. ამიტომ ელექტროენერგიის ტარიფს, რომელსაც ჩვენ გადავხედეთ 2022 წლის აგვისტოში დავტოვეთ უცვლელი ბაზრის გახსნამდე. დეკემბერში დავადგინეთ ბუნებრივი არის ახალი სამომხმარებლო ტარიფები, და რეალურად ტარიფები დარჩა უცვლელი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Leave a Reply

Menu Title