ნავთობის ექსპორტიდან რუსეთის ბიუჯეტის შემოსავალი 60%-ით დაეცა

ბოლო ორ თვეში რუსულ ნავთბზე  „ფასის ზღვარი“ დაწესებისა და ევროკავშირის ემბარგოს ფონზე რუსეთის ბიუჯეტში ბავთბის ექსპორტიდან მიღებული თანხა 60%-ით შემცირდა. გამოცემა The Moscow Times-ის ცნობით, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემები და ტანკერების მოძრაობის სტატისტიკა არასახარბიელო ციფრებს აჩვენებს.

ოფიციალური მონაცემებით 20 იანვარის კვირაში, რუსეთს ბიუჯეტში ნავთბის ექსპორტიდან მხოლოდ $47 მილიონი შევიდა, როცა ნოემბერსა და დეკემბერში ეს ციფრი დაახლოებით $120 მილიონი იყო. 2022 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში კი ეს თანხა $150-160 მილიონ დოლარს აღწევდა.

რუსული ნავთობის ექსპორტი დაცემულია 22%-ით. რჩება ქვეყნების ვიწრო წრე,  რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს. მოთხოვნა ისევ ძირითადად ინდოეთსა და ჩინეთშია, ევროპიდან კი რუსულ ნავთობს მხოლოდ ბულგარეთი ყიდულობს, რომელმაც  ევროკავშირის ემბარგოდან გამონაკლისს  მიაღწია.

თურქეთმა, რომელმაც დეკემბერსა და იანვარში რუსეთიდან ნავთობის იმპორტი 7-ჯერ შეამცირა, შესყიდვების ზრდა დაიწყო: კერძოთ მოცულობა არის 130 000 ბარელი დღეში. თუმცა თურქი იმპორტიორები ჯერ კიდევ შორს არიან სექტემბრის მონაცემებთან, როდესაც დღეში 350-400 ათასი ბარელის შესყიდვა ხდებოდა.

2023 წლის ბიუჯეტში რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ,  ნავთობისა და გაზიდან შემოსავლების 24%-იანი ვარდნა გაითვალისწინა, ანუ 11,7-დან 8,9 ტრილიონ რუბლამდე. მაგრამ Centrocredit Bank-ის ეკონომისტი ევგენი სუვოროვი ვარაუდობს, რომ რეალობა შესაძლოა   ბევრად უარესი აღმოჩნდეს: ურალის ამჟამინდელი ფასებით, ბიუჯეტი დაკარგავს 2 ტრილიონ რუბლზე მეტს, ხოლო მისი დეფიციტი შეიძლება  5 ტრილიონს მიუახლოვდეს.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title