ეკოლოგიურად ცხოვრება – რჩევები თქვენი სახლისთვის

მდგრადობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ისმის კითხვა, პლასტმასი უფრო ცუდია თუ მინა?  შხაპი უკეთესია თუ ბანაობა? ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ პასუხები, რომლებიც ეკოლოგიაზე უარყოფითი გავლენის შემცირებას უწყობს ხელს.

  • როგორ მოქმედებს ჩემი პირადი საყოფაცხოვრებო გარემო გარემოზე?

,,მთელ მსოფლიოს გერმანელების მსგავსად რომ ეცხოვრა, თეორიულად დაგვჭირდებოდა 3.2 დედამიწა“, – ამბობს თომას ფიშერი ,,დოიჩე უმველტილფიდან“.  როგორც მდიდარი, დასავლეთის ქვეყნის მაცხოვრებლები, ჩვენ არარაციონალურად ვიყენებთ ისეთ რესურსებს, როგორებიცაა წყალი, ელექტროენერგია და გაზი. ამასთანავე, მოვიხმართ უფრო მეტ საკვებსა და ტანსაცმელს, რასაც თვითმფრინავით ან გემით იმპორტი სჭირდება. შეფუთვის ნარჩენების მხრივ ასევე მოწინავე პოზიციაზე ვართ, მაგალითად, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე ექვსი კილოგრამით მეტი პლასტმასის ნარჩენის წარმოებით.

მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლის შემდეგ CO2– ის კვალი ამ ქვეყანაში უკვე 8 პროცენტით შემცირდა, თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილები დავტოვოთ დასახლებულ პლანეტაზე, სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი რესურსების დასაცავად.

  • რომელი ასპექტებია ყველაზე მეტად ზიანის მომტანი

2014 წელს ბაზელში დაფუძნებულმა გარემოს დაცვითმა კონსულტაციებმა Carbotech შეისწავლა რამდენად მკაცრად მოქმედებს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფერო გარემოზე და მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა ეფექტის მესამედი გამოწვეულია ჩვენი კვების რაციონით, მეოთხედი გამოწვეულია ავტომობილით მგზავრობით და მოგზაურობით, გათბობით. გერმანიის გარემოს ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, 2016 წელს კერძო ოჯახებს დასჭირდათ ენერგიის ჯამური მოხმარების ორი მესამედი ოთახების გასათბობად.

  • კარგია, როცა ყოველდღიურად ბევრი მაღაზია უარს ამბობს პოლიეთილენის პარკის გამოყენებაზე. მაგარამ რამდენად კარგი გამოსავალია ქაღალდისა და ქსოვილის ჩანთები?

მხოლოდ ის ფაქტი, რომ მის  წარმოებაში არ გამოიყენება ნედლი ზეთი, ქაღალდის ტომარას ეკო-მეგობრულად არ აქცევს.  მის წარმოებას ორჯერ მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე პლასტმასის ჩანთისას.

საუკეთესო გამოსავალია: თან ატარეთ საყიდლების მრავალჯერადი ჩანთები.

  • როგორ გავაკეთო სახლში წყლის ეკონომია

2017 წელს გერმანიის შინამეურნეობებში დღეში 123 ლიტრი სასმელი წყალი გამოიყენებოდა. ამის 36 პროცენტი გამოიყენება შხაპისა და ბანაობის დროს, 27 პროცენტი – საპირფარეშოში და 12 პროცენტი –  სარეცხის მანქანის მუშაობით. ასე რომ თუ გსურთ, დაზოგოთ წყალი, უმჯობესია უარი თქვით ხშირად აბაზანის მიღებაზე, რადგან  ამისთვის საჭიროა 140 ლიტრი ცხელი წყალი. ყოველი შხაპის დროს წყლის დანაკარგი წუთში 15 ლიტრია.

  • მსურს ნაკლები ნაგავი გადავყარო ყოველდღიურად – როგორ მოვახერხო ეს?

ყოველი გერმანელი წელიწადში წარმოქმნის 37 კილოგრამ პლასტმასის შეფუთვის ნარჩენს, რაც ექვსი კილოგრამით მეტია  საშუალოზე. დავიწყოთ იმით, რომ ყოველდღიურად ვატაროთ ქსოვილის ჩანთა ისე, რომ საყიდლებზე წასვლისას მუდამ თან გვქონდეს. მოგზაურობისას გამოვიყენოთ მინის ბოთლი, რომლის შევსებაც შეიძლება ონკანის წყლით. ხოლო ყავის სატარებლად არსებობს თერმო ჭიქა, რათა შემცირდეს ქაღალდის ჭიქებისა და პლასტმასის თავსახურების ნარჩენების წამოქმნა.

  • როგორ გავაუმჯობესო ეკო-ბალანსი ჩემს გარდერობში?

ორგანიზაცია „გრინპისის“ 2017 წლის კვლევის თანახმად, ყოველი გერმანელი ყიდულობს საშუალოდ 60 ცალ ტანისამოსს წელიწადში და ატარებს მხოლოდ ნახევარს. 2000-2014 წლებში ტანსაცმლის წარმოება გაორმაგდა და მრეწველობის ამ დარგს დიდი წვლილი მიუძღვის ნახშირორჟანგის წარმოქმნაში.

ასე რომ,  კარგი იქნება გარემოსა და თქვენი საბანკო ბალანსისთვის, თუ მეორადი მაღაზიიდან მაღალხარისხიან ნივთებს მიანიჭებთ უპირატესობას.

  • როგორ ავიცილო თავიდან ზედემტად დახრჯული გათბობის რესურსი?

Stiftung Warentest–ის თანახმად, პროგრამირებადი თერმოსტატების საშუალებით შეგიძლიათ დაზოგოთ გათბობის ხარჯების 10 პროცენტის დაზოგვა, ხოლო ჭკვიანი თერმოსტატების ან აპლიკაციების მართვის საშუალებით დაზოგვის პოტენციალი 30 პროცენტამდეა.

  • როგორ გავაკონტროლო ენერგიის მოხმარება?

მიუხედავად იმისა, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა უფრო და უფრო ენერგოეფექტური ხდება, 1990-იანი წლების დასაწყისიდან გერმანიაში ელექტროენერგიის მოხმარება მცირედით გაიზარდა –  დაახლოებით 10 პროცენტით. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის მოწყობილობების სიმრავლე, რომლებიც ენერგიას საჭიროებენ  მოლოდინის რეჟიმშიც კი. ტელევიზორი იწვევს დღეში 79 – დან 250 გრამამდე ნახშირორჟანგის გამოყოფას მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში. შესაძლებელია გამოიყენოთ ელექტროენერგიის ჭკვიანი ზოლები ყველა მოწყობილობის ელექტროენერგიის შეწყვეტისთვის, რომლებიც მხოლოდ ლოდინის რეჟიმში მუშაობს.

ვისაც ახალი სარეცხი მანქანა ან მაცივრის საყინულე სჭირდება, ყურადღება უნდა მიაქციოს ენერგეტიკულ სერთიფიკატს: A +++ ყველაზე ეკონომიური სტანდარტია. ზოგადად ცხელი წყლის ეკონომიური გამოყენება დამატებითი სარგებელია ეკოლოგიისთვის: 90 გრადუსიანი რეცხვა, მაგალითად, იწვევს 1060 გრამ ნახშირორჟანგის გამოყოფას, ხოლო 60 გრადუსზე გარეცხილი სარეცხი –  მხოლოდ ამის ნახევარს.

წყარო: greenpole.org

Leave a Reply

Menu Title