ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად განახლებად ენერგიაში მეტი ინვესტიციაა საჭირო – ექსპერტი

ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ევროპის ქვეყნებმა განახლებად ენერგეტიკაში მეტი ინვესტიცია უნდა ჩადონ, – ამის შესახებ გერმანელმა პოლიტოლოგმა, დუნაის რეგიონისა და ცენტრალური ევროპის ინსტიტუტის დირექტორმა სებასტიან შეფერმა განაცხადა.

მისი თქმით, ენერგომომარაგების საკითხებში დაძაბულობა ჯერ არ დასრულებულა, არასტაბილურობა შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს და ნაკლებ სავარაუდოა, რომ მომხმარებლისთვის ფასი გაიაფდეს.

„იანვრის დასაწყისში უჩვეულოდ თბილმა ტემპერატურამ, ისევე როგორც ფასების სტაბილიზაციის მიზნით ევროპის მთავრობების სუბსიდიებმა, ხელი შეუწყო არსებული მდგომარეობის შენელებას“, – განმარტა მან. თუმცა, პოლიტოლოგი ხაზს უსვამს, რომ ორივე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

„იმისთვის, რომ ერთი ურთიერთდამოკიდებულება (რომელიც უფრო წარმოსახვითი აღმოჩნდა, ვიდრე რეალური) მეორეთი არ ჩანაცვლდეს, დივერსიფიკაცია და მდგრადობა ეფექტური საშუალოვადიანი ღონისძიებების მთავარი მიზანი უნდა იყოს“, – განაცხადა მან.

„იმედია, რომ ეს კიდევ უფრო არ შეანელებს ენერგეტიკულ ტრანზიციას და ევროპული ქვეყნები აქედან სწორ დასკვნებს გამოიტანენ“, – განმარტა შეფერმა.

გერმანიის ფინანსთა მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადების კომენტირებისას, რომ ქვეყანა აღარ არის დამოკიდებული რუსულ ენერგეტიკულ იმპორტზე, პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია ამ მოვლენებით. მეორე დიდი სიურპრიზი, ექსპერტის აზრით, არის ის, რომ გადასვლა ასე სწრაფად განხორციელდა.

„შეიძლება მხოლოდ წარმოიდგინო, რა იქნებოდა შესაძლებელი, თუ იგივე ამბიცია ჩადებული იქნებოდა რამდენიმე წლის უკან რეალურ ალტერნატიულ წყაროებში“, – დასძინა სებასტიან შეფერმა.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title