გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 0,5 მლნ ბარელით და შეადგინა 448,5 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 1763 ათასი ბარელით და შეადგინა 232,02 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 507 ათასი ბარელით და შეადგინა 115,27 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.