სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო როგორც სახანძრო – სამაშველო სამსახური , ისე მოხალისეთა რამდენიმე კაციანი ჯგუფი.
ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 20 კილომეტრში ალპურ ზონაში, გუშინ საღამოს ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. დაიწვა ტყის ქვედა საფარი.
ხანძრის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.