“სამხრეთის გაზის დერეფანი ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას “

სამხრეთის გაზის დერეფანი აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 26 იანვარსგანაცხადა, როდესაც საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხრისტოს კაპოდისტრიასმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სამხრეთის გაზის დერეფანი არის საერთო ინტერესის პროექტი.

მისივე თქმით, საბერძნეთი აზერბაიჯანის გაზის ევროპის ქვეყნებში გადაზიდვებში, ტრანზიტული ქვეყნის როლს ასრულებს.

ალიევმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების ფართო შესაძლებლობებზე არა მხოლოდ ენერგეტიკის, არამედ სხვა სფეროებშიც.

Leave a Reply

Menu Title