“რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს, უნგრეთი ვეტოს დაადებს”

უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ სანქციებს, რომლებიც რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, წერს Reuters-ი.

უკრაინამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციების მეათე პაკეტში შეიტანოს რუსული სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკული კომპანია “როსატომი”.

ორბანმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბირთვული ენერგეტიკის მიმართ სანქციებს “აშკარად, ვეტო უნდა დაედოს”.

“ჩვენ არ დავუშვებთ გეგმას, რომელიც სანქციებში ბირთვული ენერგეტიკის შეყვანას გულისხმობს. ამაზე საუბარიც ზედმეტია”,- თქვა უნგრეთის პრემიერმა.

როგორც ცნობილია, უნგრეთი, “როსატომთან” ერთად აგრძელებს “პაკშის” ატომური ელექტროსადგურის ახალი ენერგობლოკების მშენებლობას.

Leave a Reply

Menu Title