გასულ წელს ლატვიაში მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა 30,3%-ით შემცირდა, ნათქვამია ქვეყნის ცენტრალური სტატისტიკის ბიუროს მონაცემებში.
მთლიანობაში, ლატვიაში გაზის მოხმარებამ 2022 წელს 8887 ტერავატ/საათი შეადგინა.
დეკემბერში ლატვიაში ბუნებრივი აირის მოხმარება 16,3%-ით შემცირდა 2021 წლის იმავე თვესთან შედარებით, რაც 1,6 ტერავატ/საათს შეადგენდა. ამასთან, დეკემბერში მოხმარება ნოემბრის მაჩვენებელზე 42,4%-ით მეტი იყო.
აგვისტო იყო ერთადერთი თვე 2022 წელს, როდესაც ბუნებრივი აირის მოხმარება წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით გაიზარდა. აგვისტოში ლატვიაში 432 157 მეგავატ/საათი გაზი მოიხმარა, რაც 27,2%-ით მეტია 2021 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.
2021 წელს ლატვიაში ბუნებრივი აირის მთლიანმა მოხმარებამ შეადგინა 12 745 ტერავატ საათში.
წყარო: bfm.ge