2023 წელს ექსპლუატაციაში 105 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურები შევა

2023 წელს ექსპლუატაციაში შევა 105 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურები, რაც ბოლო წლებში ამოქმედებული სიმძლავრის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

როგორც პრემიერ-მინისტრის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და მოადგილეებთან შეხვედრისას ითქვა, აღნიშნული ელექტროსადგურების საშუალო წლიური გამომუშავება 473 მეგავატ საათი იქნება, ინვესტიციის საერთო მოცულობა კი, 140.7 მლნ დოლარს შეადგენს. 2023 წელს ასევე დაგეგმილია 700 მეგავატი სიმძლავრის აუქციონის გამოცხადება.

წყარო: bstandard.ge

Leave a Reply

Menu Title