სამხრეთის გაზის დერეფნის (SGC) მრჩეველთა საბჭოს მე-9 სხდომის ცენტრალური თემა, რომელიც ბაქოში 3 თებერვალს გაიმართება, გაზსადენის გაფართოება იქნება.
ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმაგანაცხადა.
„ჩვენი დისკუსიის ცენტრალური თემა იქნება SGC-ის გაფართოება. მოგეხსენებათ, ეს პროექტი მხარდაჭერილია REPowerEU-ის და ჩვენი ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში აზერბაიჯანთან სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის შესახებ.
ჩვენი მიზანია გავზარდოთ გაზსადენის სიმძლავრე 2027 წლისთვის წელიწადში 20 მილიარდი კუბურ მეტრამდე. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ამჟამად ვიკვლევთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობას SGC-ის გაფართოების გასაადვილებლად“, – აღნიშნა ევროკომისარმა.