მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

ევროკავშირის სანქციების გამო, აშშ-მ ზაფხულში შესაძლოა ბენზინის დეფიციტს განიცადოს

2023 წლის 5 თებერვლიდან ევროკავშირის (EU) შეზღუდვამ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე შესაძლოა ფასების ნახტომი გამოიწვიოს, რაც ზაფხულისთვის აშშ-ში საწვავის დეფიციტს გამოიწვევს. ინფორმაციას Bloomberg-ზე ავრცელებს.

სააგენტო აცხადებს, რომ ნიუ-იორკს და აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილს ამ ზაფხულს შესაძლოა ბენზინის დეფიციტი შეექმნას, რადგან ევროკავშირის აკრძალვა რუსულ საწვავზე ემუქრება სარეზერვო მიწოდების შეწყვეტას. საუბარია იმაზე, რომ ზაფხულობით ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპირო დამოკიდებულია ტრანსატლანტიკურ იმპორტზე. შეერთებულ შტატებში ბენზინის სეზონური მარაგი ახლა ყველაზე დაბალ დონეზეა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კრიზისის დაძლევის მომწოდებლებს შუძლიათ საწვავის გატანა მექსიკის ყურედან. ასევე, შტატებს შეუძლიათ შეიძინონ დიდი მოცულობის საწვავი აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. თუმცა, ეს ვარიანტი ბევრად უფრო ძვირი და რთულია და, სავარაუდოდ, ბენზინგასამართ სადგურებზე ფასების შემცირებას ვერ უზრუნველყოფს.

Leave a Reply

Menu Title