სამხრეთის გაზის დერეფანმა, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა დაამტკიცა – რუმინეთის პრეზიდენტი

სამხრეთის გაზის დერეფანმა (SGC) მისი ექსპლუატაციიდან გასული ორი წლის განმავლობაში, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა უდავოდ დაამტკიცა.

ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-9 მინისტერიალზე განაცხადა, რომელიც ბაქოში მიმდინარეობს.

„ეს დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სწორედ ამ დროს, როდესაც რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ მკვეთრად შეცვალა გეოპოლიტიკური კონტექსტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. ამ ფონზე ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა გადადეგეს გადამწყვეტი ნაბიჯები გაზის არასანდო წყაროებზე დამოკიდებულების მნიშვნელოვნად შესამცირებლად“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

მისივე თქმით, ევროპის ენერგეტიკულ კითხვებზე პასუხები მოითხოვს სოლიდარობას, რეგიონულ თანამშრომლობასა და წყაროებისა და სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას.

„ეს არის ძირითადი პრინციპები, რომლებიც განსახიერებულია პროექტებში, როგორიცაა სამხრეთ გაზის დერეფანი.

2022 წელს ჩვენ ყველანი ვდგებით უპრეცედენტო ენერგეტიკული გამოწვევების წინაშე: გაზის დეფიციტი ან ხელმისაწვდომი გაზის მიწოდების ნაკლებობა, ფასების მერყეობა, ბაზრის ტურბულენტობა.

ამ გამოწვევებმა მოითხოვა ყოვლისმომცველი პოლიტიკა და მარეგულირებელი ცვლილებები. სამხრეთის გაზის დერეფნით მიწოდებული აზერბაიჯანული გაზი რეგიონის მრავალი სახელმწიფოსთვის დაზღვევის საშუალება გახდა“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

წყარო: europetime.eu

Leave a Reply

Menu Title