ჩილეში, ტყის მასიურ ხანძრებს უკვე 13 ადამიანი ემსხვერპლა

ჩილეს ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში მძვინვარე ტყის ხანძრებს უკვე 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, მაურისიო ტაპიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 11 ადამიანი ბიობიოს ოლქში დაიღუპა, 2 კი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე სხვადასხვა ოლქებში ტყის ხანძრების 50-ზე მეტი კერა ფიქსირდება, სრულად განადგურებულია 45000 ჰექტარზე მეტი ტყე. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი, ასობით სახლი კი სრულად დაიწვა.

Leave a Reply

Menu Title