ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი იკრძალება. როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ წერს, საქმე ეხება ბენზინს, დიზელს, ნავთსა და მაზუთს.
აღნიშნული აკრძალვა ამოქმედდა ევროკავშირის მიერ ჯერ კიდევ ივნისში დამტკიცებული სანქციების საფუძველზე.
ევროკავშირმა 2022 წლის 3 ივნისს დაამტკიცა ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ, ის 2022 წლის 5 დეკემბერს შევიდა ძალაში.
გამონაკლისი შეეხო ბულგარეთს. ასევე, შეზღუდვები არ შეეხო ნავთობსადენ „დრუჟბით“ გადატანილ შავ ოქროს.
ნოემბრის ბოლოს ევროკავშირი შეთანხმდა რუსეთიდან საზღვაო გზით ნავთობროდუქტების იმპორტის შეზღუდვაზეც, რომელიც 5 თებერვლიდან შევიდა ძალაში. გამონაკლისი შეეხო ბულგარეთს, ხორვატიას, ასევე ჩეხეთს.