დავით ნარმანია ენერგოეფექტურობისა და მდგრადი გათბობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

15-16 აპრილს, თბილისში მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

სემეკი რეგულირებად კომპანიებში მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს

“ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით შევუწყობთ ხელს განახლებადი წყაროების ენერგოპროექტებს“

ელექტროენერგიის მოხმარების გრძელვადიანი ტენდენცია მზარდია - "თიბისი კაპიტალი"

ელექტროენერგია
ენერგოსექტორი ნაკლებად ხდება იმპორტზე დამოკიდებული, გენერაციის მზარდი წილი კი, ექსპორტზე გადის - TBC კაპიტალი

ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსექტორი ნაკლებად ხდება იმპორტზე დამოკიდებული და გენერაციის მზარდი წილი გადის ექსპორტზე. 2023 წელს გენერაციის 10% გავიდა ექსპორტზე. იმპორტის წილმა მოხმარებაში კი 6% შეადგინა, რაც 2022 წელს 11% იყო.ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ახალ პუბლიკაციაში „საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი: სამომავლო პერსპექტივები".ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგიის ბაზრის მომავალს შემდეგი მოვლენები და ტენდენციები განსაზღვრავს: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და მდგრადი განვითარების მიზნები; ელექტროენერგეტიკული ბირჟა; ევროკავშირთან ინტეგრაცია; მსოფლიოში ელექტრონულ მოწყობილობებსა და ელექტროავტომობილებზე მოთხოვნის ზრდა; გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის საჭიროება; კლიმატის ცვლილება და მდგრადი ენერგო პოლიტიკა; მზის პანელების ფასის შემცირება/ტექნოლოგიების განვითარება და ელექტროენერგიით თვითუზრუნველყოფა.მაღალი ეკონომიკური აქტივობა ელექტროენერგიაზე მოთხოვნას  ზრდის. პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5.1%-ით გაიზრდება. მოხმარების ზრდის განმაპირობებელი ფაქტორებია: შემოსავლების ზრდა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ოჯახის ზომის შემცირება, ურბანიზაცია; საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურება; ელექტრონული მოწყობილობების მზარდი მოხმარება.2026 წლისთვის, ელექტროენერგიის გამომუშავება 16.3 ტვტ. საათს მიაღწევს, ძირითადად, ჰიდროენერგიის ხარჯზე.რაც შეეხება ექსპორტის პოტენციალს - საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ენერგიის სტაბილური მიმოცვლის შესაძლებლობები აქვს, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. თურქეთის ბაზარზე მოსალოდნელია მოთხოვნის უფრო სწრაფად ზრდა, ვიდრე გამომუშავების, რაც იმპორტის დამატებით საჭიროებას შექმნის.მომდევნო 3 წელიწადში, საქართველოში ელექტროენერგიის ჯამური საექსპორტო პოტენციალი 2.5 ტვტ. საათს გადააჭარბებს.

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის ფარგლებში ქ. მცხეთის N2 საჯარო სკოლაში ენერგეტიკის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ)  არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ახალი პროექტის  -  „ელექტროენერგიის გზა წარმოებიდანჩვენამდე“ ფარგლებში, ქ. მცხეთის N2 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ.მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.  ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან ისაუბრა პროექტის შესაძლებლობებსა და შეთავაზებებზე, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარებათ უკეთ გაიცნონ ენერგეტიკის სექტორი.  ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მოწვეულმა ლექტორმა, თორნიკე აფრიაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია ელექტროენერგიის გენერაციიდან მიწოდებამდე სრული ციკლის შესახებ. ამასთანავე, თორნიკე აფრიაშვილმა მოსწავლეებს გააცნო ელექტროენერგიის გენერაციის სხვადასხვა წყაროები და ამ კუთხით, ქვეყანაში არსებული პოტენციალი. ენერგოეფექტურობის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მოწვეულმა ლექტორმა, რევაზ გერაძემ. მან ყურადღება გაამახვილა ენერგიის მიზნობრივ გამოყენებასა და მისი დაზოგვის მნიშვნელობაზე.  პროექტის, „ელექტროენერგიის გზა წარმოებიდან ჩვენამდე“,  მიზანია ელექტროენერგიის  სკოლის მოსწავლეების ინფორმირება ენერგეტიკის საკითხებზე, ამასთანავე განახლებადი საქართველოს მწვანე ენერგეტიკის განვითარების შესაძლებლობების შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება.პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელექტროენერგეტიკის თემატიკის შესახებ ტრენინგების ჩატარება, მონაწილეთა ვიზიტი ენერგოობიექტებზე, თემატური ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება. პროექტში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ მოეწყობა ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა. 

დავით ნარმანიამ „ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში სპეციალურად გიდებისთვის შექმნილი კურსის - „ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. „ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ ტრენინგ კურსი შეიქმნა სპეციალურად გიდებისთვის და მისი მიზანია საქართველოს ენერგეტიკის ისტორიის, ტექნიკური მახასიათებლებისა და პერსპექტივების შესახებ გიდებისთვის დეტალურიინფორმაციის მიწოდება.  „დასრულდა რიგით მეორე ტრენინგ კურსი, რომლის ფარგლებშიც გიდებს მიეწოდათ ყველა საჭირო ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორის შესახებ. აღნიშნული კურსის მიმართ ინტერესი მზარდია და მზად ვართ, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში ხელი შევუწყოთ ყველა მოქმედი თუ მომავალი გიდის კვალიფიკაციის ამაღლებას ენერგეტიკის საკითხებში“, -  განაცხადა დავით ნარმანიამ. „ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ ტრენინგ კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ენერგეტიკულ ტერმინოლოგიას, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირებისა და რეგულირების საკითხებს, ჰიდრო და თბოენერგეტიკის ისტორიას. სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კონსულტანტი თემურ თორდინავა და საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი ზაზა ჭითანავა.   

SHAREs პროექტის ფარგლებში პოლიტიკის შემმუშავებელთა რიგით მესამე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 3 აპრილს SHAREs პროექტის ფარგლებში გაიმართა პოლიტიკის შემმუშავებელთა რიგით მესამე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. პოლიტიკის შემმუშავებელთა სამუშაო ჯგუფის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შექმნის, განვითარებისა და გაფართოების საკითხებზე მსჯელობა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.  სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სემეკის, თბილისის მერიის  და ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების წარმომადგენლები.შეხვედრაზე SHAREs პროექტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის გზამკვლევი ენერგეტიკული გაერთიანებების კონცეფციის შესახებ.შეხვედრაზე ასევე მოეწყო დისკუსია  საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების დანერგვის პერსპექტივებზე და გამოწვევებზე. კერძოდ, დისკუსიის დროს შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს:• როგორი უნდა იყოს ენერგეტიკული გაერთიანებების სტატუსი და ფუნქციები;• ელექტროენერგეტიკული ქსელის მზაობა ენერგეტიკული გაერთიენებების მიერ გამომუშავებული განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციისთვის;• სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე პროცესი ენერგეტიკული გაერთიანებების მარეგულირებელი ჩარჩოს მიღების პროცესის შესახებ;• ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლო როლი ენერგეტიკული გაერთიანებების მხარდაჭერაში.შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის შესაბამისად დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები და აქტივობები.SHAREs არის Horizon2020 პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკული გაერთიანებების და ერთობლივიქმედებების მხარდაჭერას განახლებადი ენერგიის განვითარების მიზნით საქართველოში. 

სხვა სიახლეები