საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

„გაზპრომი“ საკუთარ კერძო სამხედრო კომპანიას ქმნის

რუსული ბუნებრივი აირის კომპანია „გაზპრომი“ საკუთარ კერძო სამხედრო კომპანიას შექმნის. რუსეთის მთავრობამ გაზპრომის შვილობილ ნავთობკომპანიას, „გაზპრომ ნეფტს“ ნება მისცა, შექმნას საკუთარი კერძო დაცვის კომპანია, რათა საკუთრებაში არსებული ობიექტები დაიცვან.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის 70%-ის მფლობელი „გაზპრომ ნეფტი“ იქნება, 30%-ის კი დაცვის კერძო ორგანიზაცია სტაფ-ცენტრი.

2022 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საწვავისა და ენერგოობიექტების დაცვის მოთხოვნებს ამკაცრებდა. ამ კანონის ფარგლებში, ენერგოკომპანიებს ეძლევათ უფლება საკუთარი შვილობილი კომპანიების ობიექტების დასაცავად შექმნან „დაცვის კერძო ორგანიზაციები“, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს შეფასებით, ამ კომპანიის შექმნა მიუთითებს, რომ რუსეთში მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის „შეიარაღების რბოლა“ მიმდინარეობს.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply