თურქეთმა ჯეიჰანის პორტის ტერმინალიდან ნავთობის მიწოდება განაახლა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg პროცესებთან დაახლოებულ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ჯეიჰანის პორტმა, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრიდან 150 კილომეტრის დაშორებით ხმელთაშუა ზღვისა სანაპიროზე მდებარეობს, ოპერირება 6 თებერვალს შეაჩერა.
კირკუკი–ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლითაც ერაყიდან მიდის ნავთობი პორტში და ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენი მიწისძვრის შედეგად არ დაზიანებულა და შავი ოქროს ტრანსპორტირება ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს.
წყარო: gbc.ge