გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.4 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 2.4 მლნ  ბარელით და შეადგინა 455.1 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ბენზინის მარაგები  გაიზარდა 5.0 მილიონი ბარელით  და შეადგინა  239.6 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2,93 მილიონი ბარელით და შეადგინა  120.5 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,2 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Leave a Reply