ლილოს ნაგავსაყრელიდან ელექტროენერგიის წარმოების პროექტს EBRD 16 მლნ ევროთი დააფინანსებს

რა უნდა მოიმოქმედოთ თუ საირიგაციო მიზნებისთვის წყალი არ მოგეწოდებათ?

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მომხმარებელთა უფლებების ცნობიერების დონე გაზრდილია“ - ნინო გულეიშვილი

„ენერგოომბუდსმენის სტრუქტურა მომხმარებლის დამატებითი დაცვის გარანტიაა“ - ნინო გულეიშვილი

თბილისში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ მინისტერიალი გაიმართა

ელექტროენერგია
გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო ელექტროენერგეტიკული ბაზრების დაწყვილების შესახებ გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო ელექტროენერგეტიკული ბაზრების დაწყვილების შესახებ ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) მიერ EU4Energy-ს ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში, რომელიც პორტუგალიაში, ქ. ლისაბონში გაიმართა. გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა რეგიონული ბაზრის ფორმირების პერსპექტივებისა და აღნიშნულ პროცესში საქართველოს როლზე.  „ელექტროენერგიის ბაზრების დაწყვილება წარმოადგენს ტრანსასაზღვრო სიმძლავრეების ეფექტური გადანაწილების მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომლის საშუალებითაც ბაზრებს შორის ელექტროენერგიის ურთიერთგაცვლით ხდება ენერგიაზე მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსება. საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, რომელიც ეფუძნება ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებს, გულისხმობს კონკურენტუნარიანი და ღია პრინციპების ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ბაზრის სხვა ბაზრებთან წარმატებულ ინტეგრაციასა და ბაზრების დაწყვილების პროცესის ეფექტიანობას.  მოგეხსენებათ, მიმდინარეობს მუშაობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული ქსელების დაკავშირების მიზნით.კერძოდ, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი დაუკავშირდება რუმინეთს, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო წაახალისებს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და ბაზრების ინტეგრაციის პროცესს. საქართველო მზადაა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ენერგეტიკული ბაზრების დაწყვილებისა და ევროპის ერთიან ენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირებისთვის“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრისელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა.  ბოლო  მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართულია1254 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 77მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 334 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 28 მგვტ, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში  - 920 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 49 მგვტ. სემეკის რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.  

სემეკმა “ენერგო პრო ჯორჯია” უსაფრთხოებისა და ექაპლუატაციის ნორმების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სს “ენერგო პრო ჯორჯია” დააჯარიმა. კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 000 ლარის გადახდა დაეკისრა და გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადა განესაზღვრა.სემეკის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ  სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" დარღვეული ჰქონდა საინვესტიციო გეგმითა და გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების მიზნით გათვალისწინებული სამუშაოების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები, რაც წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევას.სს “ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევების განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, კომპანიის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება გაორმაგებული ჯარიმა.

“ენერგო-პრო ჯორჯია” სემეკმა კვლავ უსამართლოდ დააჯარიმა - მიხეილ ბოცვაძე

“სამწუხაროდ, კვლავ უმაღლესი ფინანსური ჯარიმა დაეკისრა სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგში“ შემავალ ქსელურ კომპანიას. გადაწყვეტილებას ცალსახად უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მივიჩნევთ. მას რა თქმა უნდა, სასამართლოში გავასაჩივრებთ, დადგენილი წესით და სრულიად დარწმუნებულნი ვართ, რომ ობიექტური განხილვის შედეგად, აუცილებლად გაუქმდება“ - აცხადებს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე.კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ენერგეტიკისა მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიდგომები მეტად შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია, რაც ჯარიმებს უკავშირდება.“საგულისხმოა, რომ უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში, კომპანია სულ ორჯერ იყო დაჯარიმებული ჯამური თანხით 30000 ლარი. ხოლო უკანასკნელი მხოლოდ 11 თვის განმავლობაში კომპანია უკვე მესამეჯერ სანქცირდება თანხით - 225 ათასი ლარი. მეორეს მხრივ, ხაზგასასმელია კიდევ ერთი საყურადღებო პროცესი: მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნით უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ფინანსური სანქციის მაქსიმალური ოდენობა 75-დან 500 ათას ლარამდე ზრდა იგეგმება. შესაბამისად, ვიღებთ შემდეგ სურათს - გაურკვეველ მიზეზთა გამო, დრამატულად გახშირდა ფინანსური ჯარიმის გამოყენება, ჯარიმები უსამართლო და არაადეკვატურია, იგეგმება ფინანსური სანქციების ოდენობის ზრდა 7-ჯერ. საგულისხმოა, რომ მსგავსი სიდიდის (500 ათასი ლარი) ფინანსური სანქცია არც საქართველოში და არც ევროპული ქვეყნების მარეგულირებლების შემთხვევაში არ არსებობს, იმგვარ დარღვევებზე, რაც თითქოს, აღმოჩენილი იქნა ჩვენს შემთხვევაში“ - ამბობს მიხეილ ბოცვაძე. მისივე თქმით, მიუხედავად უსამართლო-დისკრიმინაციული დამოკიდებულებისა, არაერთი ხელის შემშლელი ფაქტორისა, გასულ წლებში გადატანილი თავდასხმებისა თუ ფინანსური კრიზისებისა, კომპანია ამ ეტაპზე მიდგომებს არ ცვლის.“განვაგრძობთ ჩვეულ რეჟიმში ინვესტირებას და ჩვენი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, რამეთუ ვაცნობიერებთ “ენერგო-პრო ჯორჯიას“ მნიშვნელობას ენერგეტიკის დარგისთვის და რომ წარმოვადგენთ ერთ-ერთ უმსხვილეს ევროპულ ინვესტორს თუ დამსაქმებელს ქვეყანაში“ - აცხადებს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე.

სხვა სიახლეები