ნავთობის ფასი 6%-ით გაიზარდა

ნავთობის ფასი 6%-ით გაიზარდა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა გაერთიანების და რუსეთის შეთანხმების შემდეგ იანვრის დონეზე შეინარჩუნონ ნავთობის წარმოების მაჩვენებელი, ირანი გამოდის ინიციატივით ნავთობის ფასი სტაბილიზაციისკენ წაიყვანოს.

ირანის ნავთობის მინისტრისა და მისი ვენესუელელი, ყატარელი და ერაყელი კოლეგების შეხვედრაზე მთავარი განხილვის თემა სწორედ ნავთობზე ფასების დასტაბილურება გხლდათ. ამ განწყობამ თავისთავად იმოქმედა გუშინ შავი ოქროს ფასზე და მისი გაძვირება გამოიწვია. კერძოდ ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება ერთბაშად 6%-ით გაიზარდა და 34 დოლარზე დაფიქსირდა. ამერიკული ნედლი ნავთობის ფასმა კი 5%-იანი მატებით 35 დოლარს გადააჭარბა.

ანალიტიკოსები დიდი ინტერესით ელოდებიან ინფორმაციას ამერიკიდან, რათა განსაზღვრონ როგორია ბოლო პერიოდში მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობ იმპორტიორის მხრიდან მოთხოვნა. ეს მაჩვენებლები კი აუცილებლად იმოქმედებს ნავთობის სამომავლო ფასზე.

ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვა:

დღეს დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან.
– ევრო გამყარდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1142 მიმდინარეობს.
– გამყარდა ფუნტი სტერლინგი დოლართან მიმართებაში და ვაჭრობა 1,4293 ნიშნულთან მიმდინარეობს.
– დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 113.94 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

ოქროზე ფასმა დაიკლო 0.17 %-ით და ვაჭრობა 1209.40 ნიშნულთან მიმდინარეობს.
– დაიკლო ვერცხლის ფასმა 0,53 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 15.30 ნიშნულთან მიმდინარეობს.
– ნედლი ნავთობის ფასმა მოიმატა 9.13%-ით და ბარელზე შეადგინა 33.46 დოლარი.

Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი

Leave a Reply