ვახტანგ მეგრელიშვილი: “სემეკი-ს სტანდარტული მიდგომები ძალიან ბევრ ბიზნესს შეიწირავს“

ვახტანგ მეგრელიშვილი: “სემეკი-ს სტანდარტული მიდგომები ძალიან ბევრ ბიზნესს შეიწირავს“

ექსპერტ, ვახტანგ მეგრელიშვილი თბილისის აბანოებისთვის წყლის გადასახადის არაგონივრულად მაღალი ტარიფის დაწესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ: „როდესაც სემეკ-ი ისე ადგენს ფასებს, როგორც თავად სურს, ვიღაცები ზარალდებიან“.

„სემეკ-ი არის ძალიან არასწორი ორგანო. როდესაც სახელმწიფო ხელოვნურ ტარიფებს ადგენს, ყოველთვის იქნება პრობლემები. არ მჯერა, რომ ხელოვნური რეგულირებით და ფასების დადგენით, შესაძლებელია, ბაზარზე მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს.

შეუძლებელია, გვყავდეს ორგანო, რომელმაც იცის ფასები. რა ღირებულების გადამხდელიც არის ბაზარი და მოგებიანი ორივე მხარისთვის, ის ფასი უნდა დაწესდეს,“-განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, სემეკ-ი არის ბიუროკრატიული ორგანო სტანდარტული მიდგომებით.

„ეს სტანდარტული მიდგომები ძალიან ბევრ ბიზნესს შეიწირავს,“-აღნიშნავს მეგრელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გოგირდის აბანოების მეპატრონეები “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“ დაწესებულ მაღალ გადასახადს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თუ სემეკმა და წყლის კომპანიამ მათთან შეთანხმებას არ მიაღწიეს, ძველი თბილისის ტურისტულ და კულტურულ ცენტრ, აბანოთუბანს გაუქმების საფრთხე დაემუქრება.

სემეკ-ში აცხადებენ, რომ კომისია ტარიფებს არ უდგენს კონკრეტულად, რომელიმე აბონენტს/მომხმარებელს.

„ტარიფების დადგენა ხდება წყალმომარაგების მიმწოდებელი კომპანიებისათვის. ამ შემთხვევაში, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებამოსილია, რომ მომხმარებელს სასმელი წყალი მიაწოდოს კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფების ფარგლებში“, – აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

თავის მხრივ, GWP აცხადებს, რომ დღეს, გოგირდის აბანოების შემოსავალი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ სხვა კომერციულ თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით პრივილეგიებით არ ისარგებლონ.

Leave a Reply

Menu Title