თებერვალში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა

თებერვალში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა

ქვეყნის ნავთობის მინისტრის ბიჯანა ზანგანეს განცხადებით, ნავთობის ექსპორტი გაიზარდა 400 ათასი ბარელით დღე-ღამეში. ამაში შედის გაზის კონდენსატის წარმოებაც.

შედეგად, ბირთვული შეთანხმების ხელმოწერის მომენტიდან (2015 წლის 14 ივლისი) ირანიდან ნავთობის ერთობლივი ექსპორტი გაიზარდა 1,75 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში. 2016 წლის 1 მარტისთვის ირანის ნავთობის ყოველდღიურმა წარმოებამ კი, შეადგინა 3,2 მლნ ბარელი. წინა მაჩვენებელი 2,8 მლნ ბარელი იყო.

ზანგანე პირობას იძლევა ნავთობის წარმოების კიდევ 500 ათასი ბარელით/დღეში გაზრდასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც თეირანს ყველა ეკონომიკური სანქცია მოეხსნება.

წყარო: GBC.GE

Leave a Reply

Menu Title