"რუსთავის აზოტი" მუშაობის გაგრძელებისთვის გაზის გაიაფებას ითხოვს

“რუსთავის აზოტი” მუშაობის გაგრძელებისთვის გაზის გაიაფებას ითხოვს

კომპანიას მუშაობა უკვე 1 თვეა შეჩერებული აქვს. მენეჯმენტი აცხადებს, რომ თუ “სოკარისგან” ბუნებრივ გაზზე უფრო დაბალ ტარიფს არ მიიღებენ, საწარმო მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებს.

რა ფასად აწვდის “სოკარი” გაზს საქართველოში გაზის ერთ-ერთ უმსხვილეს მომხმარებელს  არ კონკრეტდება. მენეჯმენტი ამბობს, რომ ეს კონფიდენციალურია, თუმცა ის გაცილებით მაღალია საერთაშორისო ბაზარზე დღეს არსებულ ფასთან შედარებით.

“თუ არ აღგვიდგება გაზის მოწოდება, მხოლოდ განახლებული კონკურენტუნარიანი ფასით, მაშინ საწარმო ვეღარ გააგრძელებს მუშაობას. მსოფლიოში ნავთობის და გაზის ფასების უპრეცენდენტო ვარდნაა, 42%-იანი და გვინდოდა ეს ტენდენცია შეგვხებოდა, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ”, – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ბურდილაძე.

მისი თქმით, მოლაპრაკებებში ჩართულია ენერგეტიკის სამინისტროც.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში წარმატებით დასრულდება.

“რუსთავის აზოტი” წელიწადში 300 მლნ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მოიხმარს.

წყარო 

Leave a Reply

Menu Title