ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე იქნება შესაძლებელი

ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე იქნება შესაძლებელი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე  და ასევე საჯავახოს ხიდამდე იქნება შესაძლებელი.

 “ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ზაფხულისთვის ორი სერიოზული მონაკვეთი დასრულდება. საუბარია თბილისიდან ერთი მხრივ, ხაშურამდე და მეორე მხრივ, სამტრედიის გავლით საჯავახოს ხიდამდე”, – განაცხადა ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრმა ისაუბრა პროექტების დაჩქარებაზეც და განაცხადა, რომ რამდენიმე პროექტზე დაგეგმვა 2-3 თვით გადმოიწია.

“ეს რთულია, რადგან როდესაც ხელშეკრულება გაფორმებულია, ჩვენ იურიდიული საფუძველი არ გვაქვს დავაჩქაროთ. მაგრამ ეს მოლაპარაკებებით მოხდა. კონტრაქტორის ინტერესშიცაა, რომ ჩქარა დაამთავროს, რადგან უფრო მეტი მოგება რჩება ამ შემთხვევაში. რაც შეხება ახალ პროექტებს, რიკოთზე გვექნება 2 საპროექტო დეტალური დიზაინის ტენდერი გამოსაცხადებელი,” – აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

Leave a Reply

Menu Title